პროექტის გეგმა


სასწავლო პროექტის გეგმა სპორტი

1.პროექტის სახელწოდება:  ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები



2.პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეების ინტერესის გათვალისწინებით  ქართული ოლიმპიური ისტორიის გაცნობა, ქართველი ოლიმპიელების გაცნობა.
3.პროექტის აქტუალობა:  სახელოვანი სპორტცმენების მაგალითზე მოხდება ცხოვრების ჯანსაღე წესის პროპაგანდა და მოსწავლეების დაინტერესება სხვადასხვა სპორტის სახეობით.
4. პროექტის მიზანი:  პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების ისტორიებს, ბიოგრაფიულ მონაცემებს და შედეგებს. ამ იმფორმაციას მოიძიებენ დამოუკიდებლად, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.  შეგროვილ ინფორმაციის გამოყენებით მოამზადებენ მოკლე პრეზენტაციებს ჯგუფებში და წარუდგენენ თანაკლასელებს და მოწვეულ სპორტსმენებს.
5.მონაწილეთა ასაკი:    13–14  წელი
6. ვადები ხანგრძლივობა:  ორი კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები პროექტის მსვლელობის დროს გამოავლენენ ისეთ მნიშვნელოვან უნარჩვევებს როგორიცაა: მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, გუნდური მუშაობა. ასევე გამოიმუშავებენ პრეზენტაციისთის საჭირო უნარჩვევებს.
8.პროექტისთვის საჭირო  რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტგვერდები:  http://sportmuseum.ge/ ; http://geonoc.org.ge/ ;
9.პროექტის  მსვლელობა ძიორითადი აქტივობები:
1. კლასი დაიყოფა 5–6 ჯგუფად და მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს აძლევს რამდენიმე ოლიმპიური ჩემპიონის სიას ვის შესახებაც საბოლოოდ ჯგუფებს მოუწევთ პრეზენტაციის მომზადება;
2. ინტერნეტის მეშვეობით, მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ოლომპიური ჩემპიონების შესახებ;
3. მოინახულებენ ოლიმპიურ მუზეუმს;
4. შეხვდებიან ოლიმპიურ ჩემპიონებს და ჩაწერენ მოკლე ინტერვიუს;
5. შეგროვილ ინფორმაციას დაამუშავებენ ჯგუფებში და მოამზადებენ პრეზენტაციებს;
6. კლასისა და მოწვეული სტუმრების წინაშე თითოეული ჯგუფი წარმოადგებს თავის პრეზენტაციას.
10.საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნოლ სასწავლო გეგმებთან კავშირი: პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გმოიყენებენ ინფორმაციული ტექნოლოგიებს გაკვეთილებზე შეძენილ ცოდნას.
11პროექტის ხელმძღვანელი:  მანანა ტყეშელაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  mananat324@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი: tyeshelashilimanana.blogspot.com


2 comments:

  1. წარმატებები მანანა

    ReplyDelete
  2. ყოჩაღ მანანა.გისურვებ წარმატებებს

    ReplyDelete

ტრენინგის მეხუთე დღე

 მეხუთე დღეა  რაც ტრენინგი მიმდინარეობს .მე პირადად  მეგონა  ბევრ სირთულეებთან მექნებოდა  საქმე ,მაგრამ შემხვდა ისეთი ტრენერი  რომელმაც  დამ...